აშშ-ში, ლას ვეგასის გარეუბანში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი და 4 მგზავრი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ვერტმფრენი ქალაქიდან 50 კმ-ში მთას შეეჯახა.
კატასტროფის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე საგამოძიებო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.