ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთს მოუწოდებს "გამოგონილ მოწინააღმდეგეზე ფული არ დახარჯოს". ეს განცხადება რასმუსენმა მას შემდეგ გააკეთა რაც რუსეთს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საკითხში თანამშრომლობისკენ კვალვ მოუწოდა.
რასმუსენმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მედვედევის განცხადება ორი ნაწილისგან შედგებოდა - პირველი ნაწილი ნატოს "პრო"-ს ეხებოდა, მეორე ნაწილი კი დიალოგისათვის გახსნილ კარს.
რასმუსენმა განაცხადა, რომ მას ურჩევნია განცხადების მეორე ნაწილზე შეაჩეროს ყურადღება და რუსეთს მოუწოდა ნუ მოახდენს ფულის ინვესტირებას "გამოგონილ მტერში".
"ეს ფული დიდი წარმატებით შეგიძლიათ შეგიძლიათ რუსი ხალხის საკეთილდღეოდ წარმართოთ და მათი ინვესტირება ეკონომიკურ ზრდასა და რუსული საზოგადოების მოდერნიზაციაში დააბანდოთ", _ განაცხადა რასმუსენმა.