საგადასახადო ანდა სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მეწარმეებს 2013 წლის 1 იანვრამდე ექნებათ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საგადასხადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" კანონში შედის.
ცვლილებების პროექტით, დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, პატიების თუ ჩამოწერის მოთხოვნით საწარმოებს ფინანასთა მინისტრისთვის მიმართვის შესაძლებლობა, 2013 წლის 1 იანვრამდე ექნებათ.
კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა.