საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი რუსეთის ფედერაციის დუმაში ჩატარებულ არჩევნებს არასამართლიანად მიიჩნევს და ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
"სულ უფრო და უფრო მეტ რუსეთის მოქალაქეს არ სჯერა, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადება სამართლიანია. ჩემი აზრით, საზოგადოებრივი აზრის იგნორირება ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენს და სიტუაცია დესტაბილიზებისკენ მიჰყავს", _ აცხადებს გორბაჩოვი და აღნიშნავს: "მიმაჩნია, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - არჩევნების შედეგები უნდა გააუქმოს და ხელახალი არჩევნები ჩაატაროს", _ აცხადებს გორბაჩოვი.