ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებულ ტერაქტს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის მთავრობა ავრცელებს.
ტერაქტი დღეს დილით განხორციელდა. ბომბი ავტომაგისტრალზე იყო დამონტაჟებული და მასზე მიკროავტობუსი აფეთქდა. მძიმედ დაშავდა 6 ადამიანი, რომლებიც მკურნალობას ნატო-ს ბაზაზე გადიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.