საპარლამენტო ოპოზიცია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შექმნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას გეგმავს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯლაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შექმნასთან დაკავშირებული სიახლე დეპუტატებს გააცნო. მისი თქმით, ეს რეფორმა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრმა ჯონდო ბაღათურიამ განცხადა, რომ იგი მზად არის სამინისტროსთან ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ითანამშრომლოს. ამავე ფრაქციის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კი აღნიშნა, წარმოდგენილი კონცეფცია ნამდვილად დროულია, მაგრამ მასთან დაკავშირებული რიგი სამართლებრივი საკითხები დასახვეწია.
"ვისურვებდი, საკითხი მეორე მოსმენიდან იმ პირმა გამოიტანოს, რომელთანაც სწორი სამართლებრივი დისკუსიის გამართვა შეგვეძლება. რაც არ უნდა ჰუმანური იყოს ინიციატივა, სამართლებრივ საკითხებზე მკაცრი ფილტრი უნდა დაწესდეს", -- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.