ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰპირდება, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ციხეში მოხვდება. ეს განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს ბანკ "ქართუსთნ" დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ცაგარეიშვილის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიზანმიმართულად ახდენს ბანკ "ქართუს" გაკოტრებას და ამას თაღლითური სქემით ახორციელებს.
"გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა უპრეცედენტო სადამსჯელო ოპერაციები, როდესაც 3-4 დღის განმავლობაში 4 ბიზნესჯგუფს 100 მილიონი ლარის ღირებულებეის ქონება დაუყადაღა. ამით, ფაქტობრივად, არაუზრუნველყოფილი დატოვა "ქართუს" 70 მილიონ ლარის საერთო მოცულობის საკრედიტო ვალდებულებები, რაც ბანკის საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20%-ია, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა და დაამატა, რომ გიორგი ქადაგიძეს "ქართუს" განადგურება სურს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს.
"თაღლითური სქემის განხორციელებას სათავეში ქადაგიძესთან ერთად სხვა მაღალჩინოსნები უდგანან. ამის გარკვევით მომავალში საქართველოს მთავარი პროკურატურა უნდა დაკავდეს", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.