საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილის განცხადებით, IRI - ის კვლევის შედეგების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს და მას 42% აქვს.
გაბაშვილის განცხადებით, კვლევის შედეგების დიდად არ განსახვავდება წინა კვლევის შედეგებისგან და ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს.
~ყველა პარტიამ საკუთარი შედგი იცის და ამიტომ, სხვის შედეგებზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემა არის უმუშევრობა და ყველა საკითხი, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია, ასევეა პრიორიტეტულია მოქალაქეებისთვის~ - განაცხადა გაბაშვილმა. .
რაც შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნდობის რეიტინგსა და მისი მუშაობის შეფასების რეიტინგს, გაბაშვილის თქმით, ეს გაცილებით მაღალია და 70%-ის ფარგლებშია.
~პრინციპულად ჩვენი მიმართულებით ბევრი არაფერი შეცვლილა, ცვლილებებია ოპოზიციურ ფლანგზე, ანუ ოპოზიციის მხარეს გადანაწილებულ ხმებში, ამის შესახებ კომენტარი მათ უნდა გააკეთონ~ - აღნიშნა გაბაშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა ასევე კიდევ ერთ მონაცემზე. IRI -ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას (საქართველოს მასშტაბით) პასუხები ასე გადანაწილდა: 32 პროცენტი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი; 27 პროცენტი - ბიძინა ივანიშვილი; 10 პროცენტი - გიორგი თარგამაძე, 2 პროცენტი - შალვა ნათელაშვილი და 2 პროცენტი - ირაკლი ალასანია.
გოკა გაბაშვილის შეფასებით, ეს კვლევა დიდ ინფორმაციას 2013 წლის არჩევნებზე არ იძლევა.
~თუ გულისხმობთ შეკითხვას სადაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ~ნაციონალური მოძრაობის~ დაუსახელებელი კანდიდატი, სადაც არც სახელია და არც გვარი, არის პირველ ადგილზე და მას აქვს 32-33%. წელიწადნახევრით ადრე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სადაც ნაციონალური მოძრაობა გამოკითხვაში ფიგურირებს როგორც ~ტირე~, დაუსახელებელი კანდიდატი, ეს კვლევა დიდ ინფორმაციას 2013 წლის Aარჩევნებზე არ გვაძლევს, უფრო ზუსტია კვლევა საპარლამენტო არჩევნების~ - განაცხადა გაბაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI -ის მიერ ჩატარებული ბოლო პოლიტიკური კვლევების ზოგიერთი შედეგი.
შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში 5- პროცენტიანი ბარიერის გადალახვას მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი ახერხებს - "ნაციონალური მოძრაობა", ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ბლოკი და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".