ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი "თაღლითური გარიგების სქემაზე" საუბრობს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ცაგარეიშვილმა თაღლითური სქემის დეტალებზე ისაუბრა. მან ამ სქემის ამოქმედების საფუძვლად პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დაასახელა. ცაგარეიშვილის თქმით, აქამდე, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას, პირველ რიგში საბანკო ვალდებულებები იფარებოდა, შემდეგ კი სახელმწიფოსი. საკანონმდებლო ცვლილებებით კი, იპოთეკით დატვირთული ქონების რელიზაციის პირველ რიგში იმ ინსტიტუტის ვალდებულება იქნება გასტუმრებული, რომლის წარმოშობის საფუძველიც უფრო ადრე არსებობდა.
ცაგრეიშვილმა ორი მაგალითი მოიყვანა, რომელიც "ქართუს" წინააღმდეგ არის მიმართული. მისი თქმით, "ქართუს" კრედიტორი იყო "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი", რომლის დამფუძნებლები არიან შპს "ბულიტები" და შპს "საჩოგბურთო კლუბი დინამო". თავის მხრივ, "საჩოგბურთო კლუბ დინამოს" 98 %-ის მფლობელია ლაურა ღაჭავა, ხოლო "ბულიტების" მფლობელი, იგივე ღაჭავაა 100%-ით.
ცაგარეიშვილის თქმით, ახალი საკანონდმებლო რეგულაციების ძალაში შესვლისთანავე, "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფმა" გააფორმა თაღლითური და თვალთმაქცური გარიგება სააქციო საზოგადოება "პირიმზესთან", რომლის აქციების 49,99% ლაურა ღაჭავას ეკუთვნის, ხოლო 45, 97% მის მეუღლეს ნოდარ კოდუას.
ცაგარეიშვილის განმარტებით, კანონმდებლობით, თაღლითური გარიგება გულსიხმობს ქონების გადამალვას მოჩვენებითი ანდა თვალთმაქცური გარიგებით, რომელიც ჩადენილია მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით. ასეთი ქმედებისთვის სასჯელი არის 6 და 9 წლამდე.
ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თვალთმაქცური გარიგებისთანავე, ამოქმედდა ახლებური წესი, რითიც იპოთეკისა და გირავნობის მოთხოვნის უპირატესი უფლება აქვს სახელმწიფოს, საგადასახადო ორგანოების სახით.
"ამით, ბანკმა "ქართუმ" დაკარგა ის ქონება, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო 70 მილიონ ლარზე მეტი კრედიტები" - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
რაც შეეხება კონკრეტულად ქონებას, რომელიც ღაჭავას კუთვნილი "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფმა" ისევ ღაღავას შპს "პირიმზეს" გადასცა, მათ ამ გადაცემის დარსულებისთანავე ყადაღა დაედოთ და მათი რეალიზება უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს. რეალიზაციისას კი, ახალი საკანონმდებლო რეგულაციით, პირველ რიგში სახელმწიფო დაკმაყოფილდება.
ცაგარეიშვილმა მოიყვანა ასევე მეორე მაგალითი, რომელიც შპს "ბათოილს" შეეხება, რომელმაც უძრავ - მოძრავი ქონება იგივე წესით გადასცა შპს "ახალსოფლის მეცხოველეობის კომლექსს". მათ შორის, 11 მილიონი ლარის ღირებულების მხოლოდ მოძრავი ქონება.
ცაგარეიშვილი ამბობს, რომ შპს "ბათოილის" დამფუძნებელია შპს "ლემისე კომპანი", ხოლო "ახალსოფლის მეცხველეობის კომპლექსიის დამფუძნებელი" შპს "ქავქასუს სირიალ კომპანი", რომლის დამფუძნებელი თავის მხრივ, შპს "ლემისე კომპანიაა", რომლის კვალიც პანამის ობშორში იკარგება. ასევე, ორივე კომპანიის დირექტორად ერთი და იგივე პირია დასახელებული - ვინმე სერგი კაკალაშვილი.
ყველა აღნიშნულ ქონებას საგადასახადო ორგანომ და აღსრულების ბიურომ ყადაღა დაადო 24, 29, 30 ნოემბერს.