საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის განცხადებით, დროა ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თვალი გაახილოს და ყურადღება მიაქციოას იმას, რაც რუსეთში ხდება. როგორც მან EurActiv-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ევრაზიული კავშირი მოდერნიზებული საბჭოთა კავშირი იქნება.
"ევრაზიული კავშირი პუტინის რეალური განზრახვების დემონსტრირებაა. ჩვენ დიდი ხანია რაც ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვეუბნებით - პუტინმა რამდენიმე წლის წინ აღნიშნა, რომ მისი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა ХХ საუკუნის უდიდესი ტრაგედიაა, და მან თავისი პოლიტიკით იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ როგორღაც რაღაც მსგავსის აღდგენას გეგმავს. ახლა კი მივიდნენ იმ მომენტამდე, რომ ამის შესახებ ღიად საუბრობენ. ამიტომ დადგა დრო ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თვალი გაახილოს და უბრალოდ ყურადღება მიაქციოს იმას, რაც რუსეთში ხდება. ევრაზიული კავშირი მოდერნიზებული საბჭოთა კავშირი იქნება. „ამ გაერთიანების მოდერნიზება" - რუსეთისთვის ნიშნავს მიწების დაბრუნებას და ახალი გავლენის სფეროების შექმნას. სახელწოდება იცვლება, მაგრამ შინაარსი - არა. ხოლო იმის გამო, რომ დასავლეთი მასზე ზეწოლას არ ახდენს იმისთვიუს, რომ სხვაგვარად იმოქმედონ, ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა შანტაჟი, რათა ქვეყნებს ამ ეგრედწოდებულ კავშირში გაწევრიანება აიძულონ", - განაცხადა ბარამიძემ ინტერვიუში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
მისი თქმით, ამიტომ დასვალეთი არ უნდა დუმდეს.
"ის რაც დასავლეთის თვალწინ ხდება, მის ინტერესებს ემუქრება. მსოფლიოში დემოკრატიული ზონის ზრდის ხელშეწყობა, მაშინ როდესაც იმავდროულად არადემოკრატიული და ტოტალიტარული რეჟიმების ზონა იზრდება - საფრთხეა დასავლეთში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. რუსეთის განზრახვები ძალიან ცხადია, და ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს, რადგან ყველაფერი, რის შესახებაც რუსეთი საუბრობდა, უკვე ხდება. დასავლეთი უფრო მკაცრი უნდა იყოს რუსეთთან და ითანამშრომლოს მასთან. არ უნდა გაათამამოს ის და არ უნდა დაივიწყოს საკუთარი პრინციპები და ღირებულებები. დასავლეთი, რომ საკუთარი ერთობის დემონსტრირებას ახდენდეს, ერთობის რომელიც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება, რუსეთიც შესაბამისად იმოქმედებდა. მაგრამ, თუკი რუსეთი შეძლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ქვეყნებში განხეთილების შეტანას, მაშინ ის ამ ქვეყნებთან ცალ-ცალკე იმუშავებს. ამიტომ დასავლეთი ერთაინი უნდა იყოს და რუსეთს ადეკვატურად ესაუბროს", - განაცხადა ბარამიძემ და დასძინა, რომ ეს 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაიწყო და ჩვენ ამას ვამბობდით. ყოველ შემთხვევაში, იცოდეთ, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან მარტივი რეალობის აღიარების დროა.