სოციალურ ქსელებში გაჩნდა მოწოდენები, არჩევნების ფალსიფიკაციის გამო, 10 დეკემბერს სრულიად რუსეთის საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ.
Facebook-ში შექმნილი ჯგუფი უკვე აერთიანებს 4 ათასზე მეტ ადამიანს, ხოლო ქსელში Вконтакте ორი ათასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული.
მოსკოვში გასამართი აქცია, რომლის ორგანიზატორი "სოლიდარნოსტი" იქნება, უკვე შეთანხმებულია ხელისუფლებასთან. აქციის მონაწილეთა რაოდენობა 300 ადამიანითაა განსაზღვრული.
უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ გუშინდელ აქციაზე ხელისუფლებამ სამასზე მეტი ადამიანი დააკავა.
მოსკოვის გარდა გუშინ აქციები სანკტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებშიც ჩატარდა. რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები