დღეს, 7 დეკემბერს, 11:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ეკონომიკურ მრჩევლების საბჭოს წევრებთან.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი 2011 წელს განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და 2012 წლისთვის ფინანსთა სამინისტროსა და ზოგადად, მთავრობის სტრატეგიის გაცნობა იქნება.