7 დეკემბერს, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თსუ-ში სემინარს გამართავს. სემინარის თემაა - "ოჯახში ძალადობის ფენომენი და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმები".
ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური წრეების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის და, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფენომენის, მისი მასშტაბების, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მისი გავრცელების შესახებ. ასევე, მისი მიზანია, ინფორმაცია მიაწოდოს დამსწრე საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის არსებული მექანიზმების შესახებ და ხელი შეუწყოს აკადემიური წრეების მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფენომენის შემდგომ კვლევას.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, აგრეთვე, აკადემიური წრეების, მთავრობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი არიან ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საქმეში.