მოსკოვში მღელვარება არ ცხრება, პოლიციამ და "ომონმა" ცენტრალური ტრიუმფალური მოედანი გადაკეტა და აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო. დაკავებულთა შორის უკვე არიან რუსეთის ოპოზიციის ლიდერები ბორის ნემცოვი. იგი პოლიციის თანამშრომლებმა ავტობუსში ჩასვეს.
აკავებენ მედიის წარმომადგენლებსაც. ნემცოვთან ერთად დაკავებულია ცნობილი ჟურნალისტი და ბლოგერი ბოჟენა რინსკა. აღნიშნული ინფორმაცია მას სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" თავის გვერდზე დაწერა.
"ჟურნალისტის მოწმობის მიუხედავად დამაკავეს. მითხრეს რომ ქსეროასლია. ჩვენ ავტობუსში ვართ. იურისტია საჭირო", _ დაწერა ჟურნალისტმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოედანზე ასევე თავს იყრიან ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პარტია "ედინაია როსიას" აქტივისტები.