სპეციალისტებმა პოპულარულ ინტერნეტტელეფონ Skype-ს "ხვრელი" აღმოუჩინეს, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებლის რეალური მისმართი და ადგილმდებარეობა დადგინდეს.
როგორც ნიუ-იორკის ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა განაცხადეს, შესაძლებელია კონკრეტული მომხმარებლის IP-მისამართის დადგენა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ IP-მისამართის მეშვეობით ხაკერს შესაძლებლობა ეძლევა, ამა თუ იმ მომხმარებლის რეალური ადგილსამყოფელი დაადგინოს.