7 დეკემბერს, 16.00 საათზე, გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისის სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების ხელმძღვანელბთან შეხვედრა გაიმართება. შეხედრაზე მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები დირექტორებს ელექტრონული რეგისტრაციის სისტემას გააცნობენ.
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად მოხდება. აპლიკანტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა და დეტალური ინსტრუქციები ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციის პროცესის დაწყებისას განთავსდება.
რეგისტრაციის სისტემის წარდგენა საქართველოს რეგიონებშიც იგეგმება.