ტელეკომპანია "მაესტროს" მფლობელები საქართველოში აკრედიტებულ დიპ.კორუპსს და არასამთავრპობო ორგანიზაციებს საგანგებო მიმართვას უგზავნიან.
მიმართვაში ტელეკომპანიის დაფუძნებლები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავენ აწარმოონ მონიტორინგი ტელეკომპანიასთან დაკავშირებულო მოვლენებსა და ქმედებებზე.
"ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აწარმოონ მონიტორინგი ხელისუფლების ქმედებაზე რომელიც მიმართულია ტელეკომპანია მაესტროს პარალიზებისკენ და ასევე ვთხოვთ დახმარებას აღნიშნულ პირებს იმისთვის რომ უზრუნველყონ ჟუნრალისტების შესვლა ტელეკომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობის სრულყოფილად განსახორციელებლად", - ნათქვამია მიმართვაში.
"მოგეხსენებათ რომ მიმდინარე წლის 30 ნოემბერს დილის 7:30 საათზე ტელეკომპანია „მაესტროს" ტერიტორიაზე 12 თანმხლებ უცნობ, პირთან ერთად რუსთავის მედიის მართვის კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი შეიჭრა, რის გამოც ტელევიზიის მაუწყებლობა შეფერხდა. ხელისუფლების დამოკიდებულება აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით იმავე დღის პირველ ნახევარში გახდა ცხადი, როდესაც ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, და ეს მაშინ როდესაც ტელეკომპანიას მმართველ კომპანიასთან კონტრაქტი შეჩერებული ჰქონდა და სამართალდამცავებს ტელევიზიის შენობის შიგნით მყოფი უცნობი პირებისთვის საბუთებიც კი არ მოუთხოვიათ იმის დასადასტურებლად ჰქონდათ თუ არა მათ ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. გარდა ამისა როდესაც შენობაში ჟურნალისტების კონკრეტულმა რაოდენობამ მოახრეხა შესვლა საპატრულო პოლიცია უხეში ფორმით შეეცადა მათ გარეთ გამოყვანას, რისი დამადასტურებელი ვიდეოფირიც არსებობს. უფრო მეტიც-საჯარო რეესტრში ფიქსირებული დოკუმენტის მიხედვით ტელევიზიის დირექტორი გახლავთ ილია კიკაბიძე რომლის მითითებების შესრულებაზეც საპატრულო პოლიცია კატეგორიულ უარს აცხადებდა. ამის გარდა მაშინ როდესაც ტელევიზიის ერთერთი დამფუძნებლის მაკა ასათიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პრესკონფერენეცია ჩაატარა გაკეთებული განცხადების გასაშუქებლად ადგილზე არ გამოცხადდა არც ერთი „ნაციონალური" ტელეარხის წარმომადგენელი. გასული საღამოს შემდეგ კი შენობიდან რომელშიც ამჯამად იმყოფება ეროსი კიწმარიშვილი მიმდინარეობს სატელიტისთვის მაესტროს სიგნალის უკანონოდ მიწოდება და მისი გავრცელება", - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ ტელეკომპანია „მაესტროს" მფლობელები: ეკა აკობია; მაკა ასათიანი; ლევან ჩიკვაიძე; გიორგი ებრალიძე; მამუკა ღლონტი.