"ძვირფასო ვლად, არაბული გაზაფხული სულ უფრო მეტად უახლოვდება თქვენს ტერიტორიას", _ასე ეხმაურება "ტვიტერში" ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და ვლადიმერ პუტინს კვლავ მოსალოდნელი რევოლუციის შესახებ აფრთხილებს.
ჯონ მაკკეინი ვლადიმერ პუტინს ურჩევს, რომ მოემზადოს იმისთვის, რომ რუსეთში სულ უფრო და ახლოვდება რეჟიმის შეცვლა იმავე გზით, როგორც ეს ტუნისში, ეგვიპტესა და ლიბიაში მოხდა.
ამასთან ერთად, მაკკეინი აქვეყნებს "უოლ სტრიტ ჟურნალ"-ში გამოქვეყნებული სტატიის ბმულს, რომელშიც ნათქვამია, რომ პუტინის კრემლში დაბრუნების წინ არჩევნების შედეგები მმართველი პარტიის მარცხზე მიუთითებს.