ხანძარი იყო ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სახინკლე "ელდეპოში." ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.
შემთხვევის დროს კვების ობიექტში რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა.
მათი თქმით, ცეცხლი თავდაპირველად სამზარეულოში დენის კაბელებს მოედო.
დამწვარია სამზარეულოს ინვენტარი.
მომხდარზე დაწყებული გამოძიება.