"სწორედ ე.წ. ლიბერალი მედვედევის დროს მოხდა შეჭრა საქართველოში", _ აცხადებს ჟურნალიტი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია, მათთვის ვინც რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ვლადიმერ პუტინთან შედარებით უფრო რბილ და ლიბერალურ ადამიანად მიიჩნევს.
"ის რომ მედვედევი დეკორაციაა - ეს ცხადია და არ არის საჭირო მასზე იფიქრო, რომ ის ლიბერალია. მედვედევი არ იყო სულ ახლახანს კბილების ღრჭენით, რომ განაცხადა რუსეთი განაიარაღებას შეწყვეტს, კალინინგრადის ოლქში რადიოლოკაციურ სადგურს განათავსებს და "ისკანდერებს" დააყენებსო.
სწორედ ამ "ლიბერალის" დროს მოხდა საქართველოში შეჭრა. ასე რომ არავინ შეიყვანოს შეცდომაში თამაშმა "კეთილი და ბოროტი გამომძიებლის" შესახებ", _ აცხადებს ვალერია ნოვოდვორსკაია.