6 დეკემბერს, 12:00 საათზე გარემოს დაცვის სამინისტროში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი თუშეთის დაცული ტერიტორიების განაღმვითი სამუშაოების დასრულებას აღნიშნავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი შონვაძე და თამარ პატარიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოდან, აგრეთვე ანზორ გოცირიძე თუშეთის დაცული ტერიტორიებიდან და ტომ მერედიტი, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია HALO Trust-იდან.
2011 წლის ზაფხულში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ($100,000), HALO-მ საქართველო-რუსეთის ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს, თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, დიდი დანაღმული ველი გაასუფთავა. 1999 წელს ეს ტერიტორია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით დაიბომბა. 2011 წლის ივნის-სექტემბერში HALO-მ გულმოდგინე მუშაობის შედეგად 50 ჰექტარი ტერიტორია გაწმინდა. არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებმა იპოვეს და გაანადგურეს რვა ერთეული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები. ბევრი ნაღმი ჩამოვარდნილი იყო ციცაბო ფერდობებზე დასახლებული ადგილებისა ან საძოვრების ახლოს. განაღმვითი სამუშაოებისას HALO-მ გამოიყენა სამთო აღჭურვილობა, რათა უზრუნველეყო პერსონალის უსაფრთხოება.
განაღმვითი სამუშაოებისას ლითონის დეტექტორებით აღმოაჩინეს მდიდარი არქეოლოგიური მასალა. ყველა ნივთი აღიწერა და გადაეცა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს. თუშეთის დაცული ტერიტორიები დიდი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ადგილია. 2011 წელს თუშეთს 9,000-ზე მეტი ტურისტი ეწვია. ბევრმა მათგანმა ფეხით მოიარა ადგილები, რომელიც HALO-მ განაღმა.