ხვალ, 6 დეკემბერს, 12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილს შეხვდებიან.
კოალიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ირაკლი მელაშვილი, კოტე კანდელაკი, ია მამალაძე, გოგი ხუციშვილი და მურმან პატარაია.
კოალიცია ცესკოს წარუდგენს კონკრეტულ ინიციატივებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის გამჭვირვალობასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით.
კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" 2011 წლის 17 ნოემბერს შეიქმნა. კოალიციის წევრები არიან: ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; ზვიად ქორიძე - მედიაექსპერტი; კოტე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; უჩა ნანუაშვილი - ადამიანის უფლებათა ცენტრი; ია მამალაძე - საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი; გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; დავით ნარმანია - კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი; მაგდა პოპიაშვილი - საქართველოს მედია კლუბი; დავით ლოსაბერიძე - ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; მურმან პატარაია - სამოქალაქო განათლების რესურსცენტრი.