შანხაიში შოკოლადის პარკი World Chocolate Wonderland გაიხსნება. ტკბილი ნივთიერებისგან დამზადებული ხელოვნების ნამუშევრების უნიკალური გამოფენა ადრე უკვე წარმოდგენილი იყო პეკინში და პოპულარობით სარგებლობდა.
შოკოლადის ხელოვნების გამოფენა 16 დეკემბრიდან 2012 წლის 19 თებერვლის ჩათვლით Himalaya Art მუზეუმში გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვნების 200 ნიმუში, რომელიც 12 ოსტატმა დაამზადა. გამოფენის ტერიტორია 3,5 ათას კვ.მეტრს აღემატება.
როგორც yoki.ru წერს, ექსპონატებს შორის დამთვალიერებლები შეძლებენ ნახონ შოკოლადის ტერაკოტის მეომრის რეპროდუქცია, რობოტები "ტრანსფორმერებიდან", "ფაიფურის" ლარნაკები, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, Luis Vuitton ხელჩანთები და მრავალი სხვა.
რამდენი შოკოლადი დასჭირდა ხელოვნების ნაწარმოებების შექმნას, უცნობია.
მნახველებისთვის პარკში ასევე დაამზადებენ შოკოლადის ტკბილეულს.
სტუმრები შეძლებენ ექსპერიმენტი ჩაატარონ და თავად დაამზადონ საკუთარი შედევრი, სხვადასხვა სახის შოკოლადის გამოყენებით. შემდგომ გამოფენა ჰონგ-კონგში გაემგზავრება.