სოციალურმა ქსელმა "ფეისბუკმა"აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურ კომისიათან მიაღწია შეთანხმებას მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკის გასამკაცრებლად. "ფეისბუკის" ხელმძღვანელობა ასევე დათანხმდა საკუთარი საქმიანობის გარე აუდიტის მუდმივ ჩატარებაზე.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, შეთანხმება "ფეისბუკს" ავალდებულებს, შეიტანოს გარკვეული ცვლილებები უსაფრთხოების სისტემაში მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე და ასევე დახუროს წვდომა წაშლილ ჩანაწერებთან 30 დღის განმავლობაში.
"ფეისბუკთან" დაკავშირებული საქმის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქსელის ადმინისტრაციამ რეკლამის განთავსების მსურველებს მომხმარებელთა პირად მონაცემებთან წვდომის შესაძლებლობა მისცა. თუმცა "ფეისბუკს" ჰქონდა ვალდებულება, ეს მონაცემები საიდუმლოდ შეენახა.
"ფეისბუკის" ხელმძღვანელობამ დანაშაული არ აღიარა, თუმცა სოციალური ქსელის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი დათანმხდა იმ მოსაზრებას, რომ მის კომპანიას შეცდომა მოუვიდა.