"რუსეთი შეშფოთებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციით, სხვადასხვა კლანის წარმომადგენლებს შორის არსებული დავა რესპუბლიკის ინტერესებში არ შედის", _ აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერდა სამხრეთ ოსეთს და მომხვალშიც გააგრძელებს ამ მხარდაჭერას.
"სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია შიდა წესებით ვითარდება და მე სრულიად არ მომწონს ის, რომ ისინი ეჩხუბებიან ერთმანეთს", _ განაცხადა მედვედევმა თავის მომხრეებთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ იქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, რომლებიც პერიოდულად ერთმანეთს ეჩხუბებიან.
"მთელი ამ პროცესის მონაწილე მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, რომლებიც სხვადასხვა კლანს წარმოადგენენ, ისინი პერიოდულად დავაში ებმებიან. ცუდი კი ის არის, რომ ეს თავად რესპუბლიკის ინტერესებზე აისახება, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ", _ განაცხადა მედვედევმა.