ბაქოს ინტერის მთავარმა მწვრთვნელმა კახა ცხადაძემ მოედანი მედიკოსების დახმარებით დატოვა. ამის მიზეზი კი გულშემატკივართა ტრიბუნიდან ნასროლი ნივთი გახდა, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს თავში მოხვდა. შემთხვევა აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში მოხდა.
ინტერმა სტუმარი, ლენქორალის ხაზარი, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ინციდენტი მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მოხდა. მომხდარზე აზერბაიჯანის პროფესიული ლიგა დღეს იმსჯელებს და "ხაზარს" სავარაუდოდ სერიოზული ფინანსური ჯარიმა დაეკისრება.
შეხვედრის ერთადერთი გოლი კი ცხადაძის შვილმა ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა.