ლუსტრაციის კანონპროექტმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება გამოიწვია. ერთმანეთს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და უმრავლესობის წევრები შეეკამათნენ.
ბაღათურია გია თორთლაძის ინიციტიავით და ავტორობით მომზადებული ე.წ. "ლუსტრაციის კანონის" კორექტირებას ცდილობს. ბაღათურიას მტკიცებით, ე.წ. ლუსტრაციის შესახებ კანონში გათვალისწინებულ ნორმებს მოქმედი პარლამენტის წევრები, პრეზიდენტი და პრემიერი უნდა დაექვემდებაროს. შესაბამისი კანონპროექტი ბაღათურიამ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა და ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მისი განხილვის პროცესის დაწყება მოითხოვა.
"საზოგადოებას მართლაც აინტერესებს, გყავს თუ არა პარლამენტში რუსეთის აგენტები", - განაცხადა მიმართა კოლეგებს ბაღათურიამ.
"ქართული დასის" ლიდერის ამ განცხადებას უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, ვინ ვის ემსახურება ამ პარლამენტში.
"ჩვენც იმდენს ვხედავთ, ვინ ვის ემსახურება", - აღნიშნა ბაღათურიამ.
კამათი იმით ამოიწურა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილმა ბაღათურიას მიერ მომზადებული კანონპროექტის კომიტეტში განხილვისთვის დრო მოითხოვა.