ხვალ, 6 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრს შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდება. ლიცენზიის საფუძველზე, თეატრში გამართული საოპერო და საბალეტო წარმოდგენები საავტორო უფლებებით იქნება დაცული, თეატრის მიერ სპექტაკლების რეჟისორების, კომპოზიტორების, ლიბრეტოების ავტორების, კოსტიუმების მხატვრებისა და სხვა ავტორებისათვის ჰონორარები იქნება გადახდილი, რაც მათ ასოციაციის მეშვეობით გაუნაწილდებათ.
ლიცენზიას ხელს მოაწერენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მმართველი დავით საყვარელიძე.