9 დეკემბერს პარლამენტი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელმა დღეს ბიუროს სხდომაზე. მისი განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვებში აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები.
გიგი წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, მაქსიმალურად იქნება შენიშვნები და რეკომენდაციები ასახული, რომელიც პარლამენტში გამოითქვა.
2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 7 მილიარდ 940 მილიონ 430 ათასი ლარია.