გამოფენა სახელწოდებით - " სსრკ: პარტიის დასასრული. გარდაქმნის წლები" ინვალიდების სასახლეში გაიხსნა. ღონისძიების აფიშაზე გამოსახულია ჭადრაკის დაფა, რომლის უჯრები წარმოადგენენ იმ წლების ცნობილ ფოტოებს, კერძოდ სხვადასხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს.
მუზეუმის სტენდზე-დაახლოებით 200 ექსპონატია.წარმოდგენილია ორი ეპოქის ასახაველი: აფიშები, ფოტო და ვიდეომასალა, საბჭოთა გაზეთები.
ექსპოზიცია უცხოური თანამედროვე დოკუმენტაციის ბიბლიოთეკამ მოამზადა, რომელიც თანამედროვე ისტორიის მუზეუმთან მოქმედებს და აგროვებს რუსეთზე მასალებს 1917 წლიდან.
ორგანიზატორებს შორისაა - ქალაქ ნანტერში სორბონის უნივერსიტეტის განყოფილება და ქალაქ ვალანსენის სამხატვრო გალერეა.
უახლესი ისტორიის უნიკალური დოკუმენტები, ასევე წარმოადგინეს მოსკოვის სახელმწიფო საჯარო ისტორიულმა ბიბლიოთეკამ და რუსეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ (სანქტ-პეტერბურგი)
გამოფენის ფარგლებში 12 დან 14 დეკემბერის ჩათვლით გაიმართება კოლოქვიუმი თემაზე " გადამწყვეტი 1991 წელი - პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გარდაქმნები რუსეთში", რომელიც საფრანგეთის სამეცნიერო და კვლევითი ცენტრების მიერაა ორგანიზებული.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც მრავალი სპეციალისტი რუსეთის ისტორიის საკითხებში საფრანგეთიდან, ასევე 90 -იანი წლების მოვლენების თვითმხილველები.
გამოფენა 2012 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.