დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის შედეგების უგულვებელყოფა საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. ეს განცხადება ,,თავისუფალი დემოკრატების~ წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ლევან იზორიამ დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვისას გააკეთა.
იზორიას განმარტებით, თუკი რეფერენდუმის შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგება იმის გამო, რომ იგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ ჩატარებულა, შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობაც.
მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგები იმ ტერიტორიებზეა აღიარებული, სადაც არსებული მდგომარეობით საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დეპუტატთა რაოდენობის 190-მდე გაზრდას გულისხმობს.