აფრიკის კავშირის შტაბბინაში, ქალაქ ადის-აბებაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეგვიპტის და სირიის არაბთა რესპუბლიკებში , არჩილ ძულიაშვილმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარე ჟან პინგს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მუდმივი დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს აფრიკა-საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობათა ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარეს მიღებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის მუდმივი დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება ბიძგს მისცემს შემდგომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას.