საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უახლოეს მომავალში ისრაელს ეწვევა.ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ორშაბათის ბრიფინგზე განაცხადა.
ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ შეფერხებულა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რამდენიმე ხნის წინ გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები და ისრაელის მხარე ითხოვს კონსულტაციების შემდეგი რაუნდის უახლოეს პერიოდში გამართვას.
შეგახსნებთ, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, როცა ქართველმა სამართალდამცავებმა ისრაელის ორი ბიზნესმენი დააკავეს.
ამის შემდეგ ისრაელმა უარი განაცხადა ქვეყნასი საქართველოს პარლამენტის ტავმდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტის გამართვაზე. ასევე გადაიდო სხვა ოფიციალური პ[ირების ვიზიტებიც.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები შეიწყალა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აივიგდორ ლიბერმანი ტელეფონით დაუკავშირდა თავის ქართველ კოლეგას და იგი ისრაელში მიიწვია.