რუსეთში გამართული სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგების მიხედვით, ქვეყნის პარლამეტის ქვედა პალატაში „ედინაია რასია" სავარაუდოდ 450-დან 238 ადგილს მოიპოვებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ცენტრალკური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ჩუროვმა გააკეთა.
კომუნისტებს, სავარაუდოდ, 92 ადგილი ერგებათ, ხოლო „სპრავედლივაია რასიას" 64.
ჟირინოვსკის ლიბერალურდ დემოკრატიულ პარტიას დუმაში 56 ადგილი ერგება.
შესაბამისი პროგნოზი ბიულეტენების 96%-ის დამუშავების საფუძველზე გაკეთდა.
„ედინაია რასიას" ერთ-ერთი ხელმძღვანელის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, პარტია, რომელმაც არჩევნებში წინასწარი მონაცემებით 49,54% მოიპოვა მზად არის ოპოზიციასთან ითანამშრომლოს.
„დიახ, ჩვენ გვექნება ბკოლი, დიახ ჩვენ შევქმნით კოალიციას, როგორც ცალკეულ საკითხებზე, ასევე ჩვენი საქმიანობის სხვა მიმართულებითაც", - განაცხადა ვორობიოვმა.
პარტიის პრეზიდიუმის მდივამა სერგეი ნევეროვმა კი განაცხადა, რომ „ედინაია რასიას" დუმის სპიკერად კვლავინდებურად აწყობს სერგეი გრიზლოვის კანდიდატურა.
პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ „ედიანაი რასიას" აქვს „მორალური უფლება" პრეზიდენტ მედვედევისა და პრემიერ პუტინის კურსის გასაგრძელებლად.