სირიის ხელისუფლებამ სმარტფონ iPhone აკრძალვა შემოიღო. იუწყება გერმანიისა და ლიბანის მედია.
პრესის განკარგულებაში აღმოჩნდა, სირიის ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ბრძანება, სადაც ხელისუფლება აფრთხილებს ქვეყნის ტერიტორიაზე iPhone გამოყენების აკრძალვის შესახებ.
მედიის ვარაუდით, ამით ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს, ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არაოფიციალური არხების მეშვეობით.
ბრძანებაში ასევე საუბარია სირიაში სმარტფონის Apple ახალი პარტიის მიწოდების აკრძალვაზე.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციები, ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალა ბევრი საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებების შესვლა.