დღეს, 5 დეკემბერს, გერმანიის ქალაქ ბონში ავღანეთისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობას 90 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ერთადერთი ქვეყანა რომელმაც კონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადა პაკისტანია.
პაკისტანის ხელისუფლების პოზიცია უკავშირდება კოალიციის ჯარების მიერ პაკისტანის საზღვარზე 24 სამხერდო მოსამსახურის დახოცვას.
კოალიციის ჯარების სარდლობა აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი ტრაგიკული შემთხვევითობა იყო.