რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით სახელისუფლებო პარტიამ "ედიანაია რასიამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. არჩევნებში პარტიამ იმაზე ნაკლები ხმები დააგროვა ვიდრე 2007 წელს.
ბიულეტენების 93%-ის დათვლის შემდეგ წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება: ედინაია რასია 49,68%, კომუნისტური პარტია 19,15%, სპრავედლივაია რასია 13,18%, ლიბერალურ დემოკრატიული პარტია - 11,66%, იაბლოკო - 3,22%, პატრიოტი რასიი -0,96% და პრავოე დელო 0,58%.
წინასწარი გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ცესკო-ს მიერ ამ დროისათის გამოქვეყნებული შედეგებისგან. გამოკითხვის მიხედვით დეინაია რასიას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 46-48%-მა, კომუნისტებს 20-21%-მა, სპრავედლივაია რასიას 13-14%-მა, ჟირინოვსკის ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიას კი 11,5-13%-მა.
სხვა პარტიებმა შვიდპოცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები გუშინ გაიმართა. არჩევნებისთვის რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ 96 ათასი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.