არაბეთის სახელმწიფოების ლიგამ თავისი არსებობის მანძილზე სირიას ყველაზე მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა და მას დღის ბოლომდე მისცა ვადა, რათა ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირებლები დაუშვას.
ყატარში გამართულ შეხვედრაზე ლიგის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღება, რაც ამ დამასკოს მიერ მშვიდობიანი საპროტესტი აქციების მონაწილეების მიმართ სისხლიან ანგარიშსწორებას უკავშირდება.
ლიგამ გამოაქვეყნა სირიის მაღალი თანამდებობის 19 პირის ვინაობა, რომლებსაც აეკრძალებათ არაბულ სახელმწიფოებში ჩასვლა და რომელთა აქტივები გაიყინება.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ გუშინ სირიაში საპროტესტო აქციების დარბევისას ხელისუფლების ძალებმა 20 ადამიანი მოკლეს.