რუსეთში არჩევნების დღეს ჰაკერები "გააქტიურდნენ", რომლებმაც მწყობრიდან გამოიყვანეს რამდენიმე საინფორმაციო და უფლებათადამცველების ვებგვერდები.
მათ შორის არ მუშაობს "კომერსანტის", რადიო "ეხო მოსკვის" საიტები, ასვე გათიშულია უფლებათადამცველი ორგანიზაცია "გოლოსის" საიტი.
რუსული მედიის ინფორმაციით პირველად შეტევა გაზეთ კომერსანტის საიტზე (kommersant.ru) განხორციელდა, რასაც მოყვა golos.org და პროექტის "დამრღვევთა რუკის" საიტების გათიშვა. შემდეგ კი რადიო "ეხო მოსკვის" საიტიც გაითიშა.
ეხო მოსკვის რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი Twitter-ში წერს, რომ "შეტევა არჩევნებს უკავშირდება".
"არჩევნების დღს შეტევა საიტზე, ნათელია, რომ უკავშირდება მცდელობას ხელი შეუშალონ დარღვევების შესახებ მასალების გამოქვეყნებას", - წერს ვენედიქტოვი.
მისივე თქმით, მზადება განცხადებები გენერეალურ პოკურატურასა და ცესკოში.
"აქვე მივაპყრობთ ყურადღებას იმას, რომ შტევამ ჩვენს საიტზე შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა", - განუცხადა ვენედიქტოვა ინტერფაქსს.
ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით პრობლემები შეექმნა ასევე საიტს slon.ru.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთში ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნები იმართება.
ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ 95 ათას საარჩევნო უბანია გახსნილი.
არჩევნებში მონაწილეობას 7 პარტია იღებს.
საარჩევნო ბიულეტინში ისინი შემდეგი თანმიმდევრობით არიან შეტანილნი: სპრავედლივაია როსია, რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიული პარტია, პატრიოტი როსიი, რუსეთის კომუნისტური პარტია, იაბლოკო, ედინაია როსია, და პრავოე დელო.
ექსპერტები აცხადებენ, რომ გამარჯვებას რუსეთის სახელისუფლებო პარტია ედინაია როსია მოიპოვებს.
სახელმწიფო დუმაში სავარაუდოდ ასევე წარმოდგენილინი იქნებიან ჟირინოსვკის ლიბერალურ დემოკრატიული პარტია, ზუგანოვის კომუნისტური პარტიაც.
საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება იაბლოკოსა და სხვა პოლიტიკური ძალების პერსპექტივა. მით უფრო, რომ ექსპერტებისვე განცხადებით, დუმაში მათი მოხვედრა მხოლოდ ხელისუფლების კეთილ სურვილებზეა დამოკიდებული.