დღეს, 4 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნები იმართება.
ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ 95 ათას საარჩევნო უბანია გახსნილი.
არჩევნებში მონაწილეობას 7 პარტია იღებს.
საარჩევნო ბიულეტინში ისინი შემდეგი თანმიმდევრობით არიან შეტანილნი: სპრავედლივაია როსია, რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიული პარტია, პატრიოტი როსიი, რუსეთის კომუნისტური პარტია, იაბლოკო, ედინაია როსია, და პრავოე დელო.
ექსპერტები აცხადებენ, რომ გამარჯვებას რუსეთის სახელისუფლებო პარტია ედინაია როსია მოიპოვებს.
სახელმწიფო დუმაში სავარაუდოდ ასევე წარმოდგენლინი იქნებიან ჟირინოსვკის ლიბერალურ დემოკრატიული პარტია, ზუგანოვის კომუნისტური პარტიაც.
საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება იაბლოკოსა და სხვა პოლიტიკური ძალების პერსპექტივა. მით უფრო, რომ ექსპერტებისვე განცხადებით, დუმაში მათი მოხვედრა მხოლოდ ხელისუფლების კეთილ სურვილებზეა დამოკიდებული.