ისრაელის პრეზიდენტმა მიხეილს სააკაშვილს ებრაელი მოქალაქეების შეწყალებისათვის მადლობა პირადად გადაუხადა. სატელეფონო საუბარი, დღეს, შიმონ პერესის ინიციატივით გაიმართა. საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტბმა, საუბრისას, ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობასა და იმ თბილ ურთიერთობებზე გაამახვილეს, რომელიც ორ ერს შორის არსებობს.
ისრაელის ორი მოქალაქე - რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი, რომლებიცქართველმა სამართლდამცველებმა 2010 წლის 4 ოქტომბერს ბათუმში ქრთამის მიცემისათვის დააკავეს, ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის პირადი თხოვნისა და მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.