რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტი საძირკველში კაფსულის ჩაშვებით გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრისა და საცურაო აუზის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი საქართველოს პირველი პირის ინიციატივით შენდება და მას თავად მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს.
პროფესიული გადამზადების ცენტრი მაისში გაიხნება და მისი მთავარი ფუნქცია კადრების გადამზადება და შრომით ბაზარზე მათი დასაქმება იქნება. ცენტრში გადამზადება ტექნიკური დარგების მიმართულებით წარიმართება და პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.