ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელ;მა მამუკა ღლონტმა ტელეკომპანიში დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან "ფესბუქში" თავის გვერდზე განაცხადა.
"ახლა, როცა ეროსის "ტყვეობიდან" გამოვედი, "ფეისბუქს" გადავავლე თვალი და აღმოვაჩინე, რომ საზოგადოების ნაწილი ცუდი თვალით მიყურებს - ნაწილს ეჭვი ეპარება ჩემში. ჩემდა უნებლიედ ისეთი მოვლენების ცენტრში აღმოვჩნდი, რომ აღარ აღვიქმები მედიის ნაწილად, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. ამჟამად "მაესტროს" გენერალური პროდუსერი ვარ და ვგრძნობ, რომ ჩემი "მაესტროში" ყოფნით ასევე უნებლიედ ჩრდილს მივაყენებ ჩემს კოლეგებს, ჩემთვის ერთი ადამიანის აზრსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ ვტოვებ ყოველგვარ პოსტს "მაესტროში", ვიქნები მხოლოდ მრჩეველი, ისიც იმიტომ, რომ ასეთ მძიმე პერიოდში პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი. "მაესტროს" უხელმძღვანელებენ ილია კიკაბიძე და ეკა აკობია. ამ ორ ადამიანს 110 პროცენტით ვენდობი... კახა ბექაური, თუნდაც მრჩევლად. "აღარც ეროსი, აღარც მამუკა. "მაესტრო" თავისუფალია", - ნათქვამია მამუკა ღლონტის განცხადებაში.