ეგვიპტის ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის დამხობის შემდეგ, გამართული პირველი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნებში "ძმები მუსულმანები" იმარჯვებენ, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ვითარება შეიძლება შეიცვალოს.
არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 60 %-ზე მეტმა მიიღო. ეს მაჩვენებელი ბოლო პერიოდში ქვეყანაში გამართულ არჩევნებში ყველაზე მაღალია.
შგახსენებთ, რო მ ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქის დამხობის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყანაში კვლავ დაძაბული მდგომარეობაა, ოპოზიციური პარტიები დროებითი უმაღლესი სამხედრო საბჭოს მიერ ძალაუფლების სამოქალაქო ხელისუფლებისთვის გადაცემას ითხოვენ.