დღეს, 3 დეკემბერს, რუსეთში "სიჩუმის დღეა". მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო დუმაში არჩევნების გამართვამდე, ერთი დღით ადრე, შეწყვეტილია ყოველგვარი აგიტაცია.
ფედერალური საპარლამენტო არჩევნები 4 დეკემბერს რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ 95 ათას საარჩევნო უბანში გაიმართება.
არჩევნებში მონაწილეობას 7 პარტია იღებს.
საარჩევნო ბიულეტინში ისინი შემდეგი თანმიმდევრობით არიან შეტანილნი: სპრავედლივაია როსია, რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიული პარტია, პატრიოტი როსიი, რუსეთის კომუნისტური პარტია, იაბლოკო, ედინაია როსია, და პრავოე დელო