5 დეკემბერს, 13:00 საათზე საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაიმართება ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ფრაქციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების პროექტს განიხილავენ. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-დან 190-მდე იზრდება.
შეხვედრა ორგანიზებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიუროს ხელშეწყობით.