რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე მონიტორინგის განმახორციელებელ კომპანიას შვეიცარიული მხარე განსაზღვრავს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო საქართველოს საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, შვეიცარიულმა მხარემ საქართველოს დღეს შესთავაზა, იმ კომპანიების სია, რომელზეც საქართველო საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. საბოლოოდ კი მონიტორინგის განმახორციელებელ კომპანიას შვეიცარიული მხარე განსაზღვრავს.
კაპანაძე უარყოფს გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკვე შერჩეულია შვეიცარიული კომპანია, რომელსაც რუსეთში 50-მდე ფილიალი აქვს. მისი განმარტებით, შვეიცარიის მიერ გადმოცემულ სიაში არიან როგორც შვეიცარიული, ისე გერმანული და ფრანგული კომპანიები.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთს შორის მსო-სთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ტვირთების მონიტორინგის მიზნით სამი დერეფანი შეიქმნება - როკი-გორის, ფსოუ-ზუგდიდის და ლარსის. დერეფნებში ტვირთებს აუდიტორული კომპანია გააკოტროლებს.