უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველომ მოლაპარაკებების შედეგად რეალისტურ შედეგებს შორის ყველაზე უფრო მაქსიმალური მიიღო.
ეს განცხადება გიგა ბოკერიამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თემაზე საუბრისას გააკეთა.
როგორც ბოკერიამ დღეს საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორებთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ამოცანა იყო, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შედეგად მიეღო ან პირდაპირ და ან საერთაშორისო თნამეგობრობის დახმარებით საინფორმაციო კონტროლი და მონიტრინგი თავის ლეგიტიმურ საზღებში მიმდინარე ვაჭრობისა.
მისი თქმით, საქართველომ მოლაპარაკებების შედეგად რეალისტურ შედეგებს შორის ყველაზე უფრო მაქსიმალური მიიღო - საერთაშორისო ინსტრუმენტების მეშვეობით სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება ვაჭრობაზე და ტვირთების ნებისმიერ გადაადგილებაზე რუსეთ - საქართველოს ოფიციალურ საზღვრებზე - როკთან და ფსოუსთან.
ბოკერიას თქმით, ბუნებრივია, რომ დეოკუპაცია და სუვერენიტეტის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანზიაცია არ არის ის ორგანიზაცია, რომლისგანაც დეოკუპაციის მოლოდინი უნდა არსებობდეს.
"ვთვლი, რომ არსებულ ვითარებაში საქრათველომ მიაღწია მაქსიმუმს, ეს პოლიტიკური განაცხადი შედის აქტივში იმ კამპანიისა, რომელიც საქართველოს აქვს" - განაცხადა ბოკერიამ.