საძიებო სისტემა Google მოლაპარაკებბს აწარმოებს, რათა რათა სწრაფი გამოწერისა და მიწოდების სერვისი დანერგოს და ინტერნეტ-მაღაზიის სერვისი გაუშვას.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, აღნიშნული სერვისით Google შეეცდება, ბაზრის ლიდერს - Amazon.com-ს გაუწიოს კონკურენცია.
გამოცემის ინფორმაციით, Google უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს, სხვადასხვა სავაჭრო კომპანიებთან, მათ შორის Macy's-თან, Gap Inc.-თან და OfficeMax-თან. Google არ აპირებს ჩაერთოს და პირდაპირ რითეილერებზე გავიდეს. ამის სანაცვლოდ Google პოტენციურ კლიენტებს სათანადო საიტზე გადაიყვანს და მას საქონლის მიწოდებას შესღავაზებს.
ექსპერტების განმ,არტებით, Google-ის ახალი ჩანაფიქრი შესაძლოა სარისკო აღმოჩნდეს, რადგანაც საძიებო სისტემის გიგანტს შემოსავლები Amazon Prime-ის წარმატების ფონზე მნიშვნელოვნად შეუმცირდა. პრემიუმ-აკაუნტი, რომლის ღირებულებაც 79 დოლარია, Amazon-ის მყიდველებს საშუალებას აძლევს ტვირთი დანიშნულების ადგილზე 2 დღის განმავლობაში მიიტანოს, მსოფლიოს ნებისმერ წერტილში.