სირიაში მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მაშინ როდესაც სულ უფრ მეტი და მეტი ქვეყანა უერთდება ბასარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს, ხოლო ევროკავშირი დღითიდღე ამკაცრებს მათ რუსეთი დამასკოს აქტიურად აიარაღებს. გავრცელებული ინფორმაციით, სირიამ რუსეთისაგან ანტისარაკეტო კომპლექსი "ბასტიონი" უკვე მიიღო, რომელთაც თან ახლავს ფრთოსანი გემთსაწინააღმდეგო რაკეტები "იახონტი". ეს რაკეტები ისრაელის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და დასავლური პრესის თქმით, მოწინავე იარაღია, რომელთა ნეიტრალიზება მიზნისაკენ მიმართვის გზაზე პრაქტიკულად შეუძლებელია.
რუსეთი ყველანაირად ცდილობს ხაზი გაუსვა, რომ ადრე ხელმოწერილი კონტრაქტის პირობებს ასრულებს და მის მიერ სირიისათვის სწორედ ახლა იარაღის მიწოდება არაფრით არ არის დაკავშირებული ამჟამად სირიაში მდგმარეობის გართულებასთან. რუსეთისფედეტრაციის განმარტებით, ამჟამად სირიისათვის იარაღის მიწოდება ჯერ კიდევ 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტის პირობების მიხედვით ხორციელდება.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყაროები რუსეთის მთავრობაში უარს აცხადებენ დაასახელონ სირისათვის იარაღის მიწოდების კონტრაქტით გათვალისწინებული ზუსტი ვადები და მისაწოდებელი "მასალის" მოცულობა. ისინი მხოლოდ აღნიშნავენ იმას, რომ ამჟამად კონტრაქტის სრული მოცულობით შესრულებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია.
"ჯერ კიდევ დროა საჭირო იმისათვის, რომ სირიის პერსონალს მიწოდებული იარაღის მოხმარება ვასწავლოთ", _ აცხადებს წყარო რუსეთის მთავრობაში.
არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთსა და სირიას შორის გაფორმებული სამხედრო კონტრაქტის ღირებულება 300 მილიონი აშშ დოლარია. ის რომ რუსეთი ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას სრული მოცულობით აპირებს, თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერგიუკოვმა დაადასტურა.
"აშშ ისრაელთან ერთად გვთხოვს, რომ ჩვენ სირიას ეს კომპლექსები არ მივაწოდოთ, მაგრამ ჩვენ ამაში ვერაფერს შემაშფოთებელს ვერ ვხედავთ", _ აცხადებს თავდაცვის მინისტრი. ამას გარდა, რუსეთის მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა უკევ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მიერ სირიის წინაღმდეგ მიღებული სანქციების მიუხედავად ვერავინ აუკრძალავს რუსეთს ამ ქვეყანას იარაღი მიაწოდოს.
"რუსეთი გააკეთებს იმას, რაც არ არის აკრძალული არც ერთი შეთანხმებით, წესითა და ნორმით", _ განაცხადა ივანოვმა და ჟურნალისტის პირდაპირ კითხვაზე - მიაწვდის თუ არა რუსეთი სირიას იარაღს ევროპის მიერ ამ ქვეყნის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ფორნზე, ივანოვმა კითხვითვე უპახუხა: "რა ეს აკრძალულია?".